saqarTvelos mdinareebi - jakoba
ტერიტორიული ერთეულები | გალის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ბებესირის ტბა |
შესართავი | შავი ზღვა |
სიგრძე | 10 კმ |
აუზის ფართობი | 24 კმ² |
ხარჯი | 0,85 კბ.მ/წმ. |
სინონიმი: ჭაობა.
მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 10 კმ, აუზის ფართობი 24 კვ.კმ. სათავე აქვს დიდი ბებესირის ტბაში 15,9 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე ტბის წყლით. იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,85 კბ.მ/წმ.